საზოგადოება

ადამიანის კანზე ომიკრონის შტამი ცოცხლობს დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში. კვლევა

კორონავირუსის ომიკრონის შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები და ეს გამოწვეულია ახალი ტიპის ვირუსის სიცოცხლისუნარიანობით. იაპონიაში კიოტოს სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ომიკრონებს შეუძლიათ გაცილებით დიდხანს იცოცხლონ პლასტმასის საგნებზე და ადამიანის კანზე, ვიდრე ვირუსის წინა ვერსიები.

პორტალ Biorxiv-ზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვუჰანის SARS-CoV-2-ის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა პლასტმასზე იყო 56 საათი, დელტა – 114 საათი, ომიკრონი – 193,5 საათი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვირუსის უჰანის ვერსია გვამების კანის ნიმუშებზე დარჩა 8,6 საათის განმავლობაში, ხოლო ომიკრონის ვერსია 21,1 საათის განმავლობაში. ეს სიცოცხლისუნარიანობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელს უწყობს ვირუსის სწრაფ გავრცელებას.

შეგახსენებთ, რომ ომიკრონის ინკუბაციური პერიოდი 2-5 დღეა, მაშინ როდესაც კორონავირუსის წინა ვერსია იყო საშუალოდ 6-8 დღე.

ახალი შტამი დელტაზე 7-ჯერ უფრო სწრაფად გადადის და ომიკრონით ინფიცირებულ ადამიანს პირველივე დღეებიდან შეუძლია დააინფიციროს ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button