მთავარიპოლიტიკა

ერევანში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი გრძელდება – რატი ბრეგაძე სომხეთის პენიტენციურ სისტემას გაეცნობა და კოლეგებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს

ერევანში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში რატი ბრეგაძე დღეს სომხეთის პენიტენციურ სისტემას გაეცნობა და კოლეგებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს. დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც. დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარესთან აუდიენციის შემდეგ მინისტრი შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებს.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უკვე შეხვდა სომეხ კოლეგას და ოფიციალურ ერევანს იუსტიციის სახლებისა და პრობაციონერების შესახებ ქართული პრაქტიკა გააცნო.

“გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, რომლის ფარგლებშიც შევთანხმდით თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმაზე. გვექნება ასევე მაღალი დონის შეხვედრები სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბუნებრივია გაგრძელდება ის პროცესი, რომელიც ერთობლივად დავიწყეთ თვენახევრის წინ ვენეციაში და გვჯერა, რომ  ჩვენს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში, როგორც სომხეთის ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროები შეიტანენ საკუთარ მოკრძალებულ წვლილს”, – აცხადებს რატი ბრეგაძე. 

ნახეთ მეტი
Back to top button