პოლიტიკა

კონგრესმენმა პალონემ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს ხელი შეუწყოს სომეხი ტყვეების გათავისუფლებას

ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ პალონემ  მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს გამოიყენოს ყველა დიპლომატიური საშუალება სომეხი სამხედრო ტყვეების განთავისუფლებისთვის.

„დღეს ვესაუბრე სახელმწიფო დეპარტამენტს და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და საჯაროდ უნდა დაუჭიროს მხარი სომხეთის დემოკრატიას და ჩვენი ქვეყნების დაახლოებას. მოვუწოდებ მათ გამოიყენონ ყველა დიპლომატიური საშუალება აზერბაიჯანული აგრესიის შესაჩერებლად და სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – წერს პალონე ტვიტერის თავის გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button