საზოგადოება

ვანდალიზმი ჰადრუთში: აზერბაიჯანელებმა ეკლესიას ჯვარი ჩამოხსნეს

არცახის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანი თანმიმდევრულად ახორციელებს კულტურული ფასეულობების და სომხური კვალის განადგურების პოლიტიკას. ამის შესახებ ვებგვერდი war.karabakhrecords.info იტყობინება.

აზერბაიჯანის მიერ არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2020 წლის ბოლოდან განხორციელებული კულტურული გენოციდის მაგალითია ჰადრუთის რაიონის სოფელ ვანქში მდებარე სპიტაკ ხაჩის ეკლესია.

სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ დომენში გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანელებმა ტაძარს ჯვარი ჩამოხსნეს. განახლების საფარქვეშ აზერბაიჯანულმა მხარემ ჯვრის გარდა ეკლესიის სახურავიც დაანგრია, რითაც ცდილობდა სომხური კულტურული კვალის მთლიანად აღმოფხვრას, კიდევ ერთი სომხური ეკლესიის „უტიაურად“ წარმოჩენას.

აღნიშნულის დასტურია ის, რომ 2021წ ნოემბრის დასაწყისში აზერბაიჯანმა მოაწყო თავისი უდი თემის მზრუნველი წარმომადგენლების ვიზიტი ეკლესიაში. ვიზიტის დროს ტაძარი „აღვან-უტიის კულტურულ ძეგლად“ წარადგინეს, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მონასტრის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. ყველაზე ადრეული წარწერა თარიღდება XIV საუკუნით (1333 წ.). წარწერა შემორჩენილია ეკლესიის შიგნით, ჩრდილოეთის თაღის ხაჩკარის ქვეშ. «Ես Սիրաւք կանգնեցի զխաչս հաւր իմոյ Խութլափի թվ. ՉՁԲ» (1333):

ნახეთ მეტი
Back to top button