საზოგადოება

თბილისი-ერევნის რეისის განმახორციელებელმა Myway შესაძლოა საქმიანობა შეწყვიტოს

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გააუქმოს Myway Airlines-ს კომერციული ფრენების ლიცენზია, წერს Aliq.ge.

2021 წლის 6 ივლისიდან საქართველოს დაბალბიუჯეტიანად მიჩნეული Myway Airlines-ი Georgia Airways -ის პარალელურად ახორციელებდა რეგულარულ (კვირაში ორჯერ) ფრენებს თბილისიდან ერევნის და საპირისპირო მიმართულებით უფრო ხელმისაწვდომ ფასებში.

რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციამ კი ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო კომპანიის აქციების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვის გამო. უწყების ცნობით, კომპანიის აქციების მინიმუმ 51% საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.

რამდენიმე დღის წინ კი, თბილისი-ერევნის, აგრეთვე ბათუმი-ერევანი და საპირისპირო მიმართულებით რეგულარული ფრენების განმახორციელებელი ქართული ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Georgian Airways გაკოტრებულად იქნა ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button