კულტურა

ლუვრი და ერებუნი ითანამშრომლებენ

სრ -ში საფრანგეთის საელჩოს პროგრამით ,,სომეხი და ფრანგი სპეციალისტების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლა“ პარიზში მყოფ ერებუნის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის მუზეუმის დირექტორს მიქაელ ბადალიანსა და ,,ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის დირექტორ ხაჩიკ ჰარუთიუნიანს პროდუქტიული სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ პარიზის ლუვრის მუზეუმის აღმოსავლეთ სიძველეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ არიენ თომასა და უანასკნელის მოადგილე ვენსალ ბლანშართან.

დისკუსიების დროს მიღწეული იქნა არაერთი შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ლუვრსა და ერებუნის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის მუზეუმს შორის. კერძოდ, ლუვრის სპეციალისტები დაეხმარებიან ერებუნის მუზეუმის მომავალი ახალი გამოფენის შექმნას, ასევე ერებუნის მუზეუმის სპეციალისტების მომზადებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად და ურარტული კვლევების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button