მთავარიპოლიტიკა

ნინა ჰაჩიგიანი პენტაგონის პოლიტიკის საბჭოს წევრად დაინიშნა

ლოს-ანჯელესის მერის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში ნინა ჰაჩიგიანი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის საბჭოს წევრად დაინიშნა. ამერიკის სომხური ასამბლეა იუწყება, რომ საბჭოს წევრები არიან მადლენ ოლბრაიტიც და ჰენრი კისინჯერიც.

„ასამბლეა ულოცავს ელჩ ჰაჩიგიანს ამ პრესტიჟულ დანიშვნას. ელჩის ათწლეულების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის ღირსეულად იმსახურებს“, – განაცხადეს კონგრესის თანათავმჯდომარეებმა ენტონი ბარსამიანმა და ვან გრიგორიანმა.

2014-2017 წლებში ელჩი ჰაჩიგიანი მსახურობდა აშშ-ის მეორე ელჩად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN). გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვდა სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი ღირსების პრემიით.

2012 წელს ის იყო ობამას წინასაარჩევნო კამპანიის აზიური  პოლიტიკის თანათავმჯდომარე. მანამდე ელჩი ჰაჩიგიანი ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზია-წყნარი ოკეანის პოლიტიკის ცენტრს RAND-ს.

1998 -1999 წლებში, კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, მსახურობდა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში.

ნახეთ მეტი
Back to top button