სრ იუსტიციის მინისტრის კარენ ანდრეასიანის მიწვევით, სომხეთში მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე არფინე სარგსიანისა და სრ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსის, სერგეი ატომიანის თანხლებით პენიტენციურ დაწესებულებას „არმავირს“ ესტუმრა.
როგორც „არმენპრესს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რატი ბრეგაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შენახვის პირობებს გაეცნო. მინისტრის მოადგილემ არფინე სარგსიანმა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა სერგეი ატომიანმა რატი ბრეგაძეს გააცნეს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება, სამზარეულო და ბიბლიოთეკა.
„ჩინოვნიკებმა მსჯავრდებულებისთვის გათვალისწინებული სადილიც გასინჯეს, დაინტერესდნენ ზოგადი მენიუთი, სამედიცინო მომსახურებით, მსჯავრდებულების განათლებით, დასაქმებით.
„რატი ბრეგაძეს ასევე ჰქონდა მოკლე შეხვედრა არმავირის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებთან. ამ უკანასკნელებმა ბრეგაძეს განუცხადეს, რომ პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყაროს ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციამ მოინახულა ეჯმიაწინის წმინდა ტაძარი, დაათვალიერა „ალექ და მარი მანუკიანის“ განძეულთა მუზეუმი.