ეკონომიკა

სომხეთიდან თურქეთში ფულადი გზავნილები 8-ჯერ შემცირდა

სომხეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 898 მილიონი აშშ დოლარი უცხოეთიდან სომხეთში გადაირიცხა ფიზიკური პირების საბანკო გადარიცხვებით, ხოლო თითქმის ნახევარი – 1 მილიარდ 92 მილიონი დოლარი – სომხეთიდან საზღვარგარეთ. ანუ ფულადი სახსრების შემოდინებასა და გადინებას, ანუ წმინდა შემოდინებს შორის სხვაობა იყო 806 მილიონი დოლარი.

სომხური ბანკების მონაცემებით, ფულადი გზავნილების ათეულში რუსეთი, აშშ, უკრაინა, ყაზახეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი და თურქეთი არიან.

სომხეთში ფინანსური შემოდინების მხრივ, ტრადიციულად ლიდერი რჩება რუსეთი, საიდანაც გასული წლის პირველ 11 თვეში სომხეთში 781 მილიონი დოლარი გადაირიცხა, შემდეგ მოდის აშშ (517 მილიონი დოლარი) და ყაზახეთი (82 მილიონი დოლარი).

საინტერესოა თურქეთთან ტრანსფერების დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ბანკების მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით, სომხეთიდან თურქეთში გადარიცხული თანხა 8-ჯერ შემცირდა. თუ 2010 წელს სომხეთიდან თურქეთში 41 მილიონი დოლარი გადაირიცხა, 2021 წელს – 5,6 მილიონი დოლარი.

თურქეთიდან სომხეთში ფულადი გზავნილები მკვეთრად არ შეცვლილა და წელიწადში 1-3 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ყველაზე დიდი მოცულობა 2011 წელს დაფიქსირდა, 6 მილიონი დოლარი, 2020 წელს გადაირიცხა – 3, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში – 1,4 მილიონი დოლარი.

ნახეთ მეტი
Back to top button