მთავარიპოლიტიკა

სომხეთში აშშ-ის საელჩომ სომხეთს სამხედრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

არმიის დღესთან დაკავშირებით სომხეთში აშშ-ის საელჩომ მილოცვა გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „დღეს სომხეთში არმიის დღეა, ჩვენ მადლობას ვუხდით შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს და მადლიერებას გამოვუთქვამთ სომხეთს სამხედრო თანამშრომლობისთვის, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის. დიდება და პატივი ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა სამშობლოს დასაცავად, მათ ოჯახებს და მხარდამჭერებს ვუსურვებთ გამძლეობასა და სიმტკიცეს“, – ნათქვამია გზავნილში, იტყობინება „არმენპრესი“.

28 იანვარს სომხეთის რესპუბლიკა და მთელს მსოფლიოში გაბნეული სომხები აღნიშნავენ სრ შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 30 წლისთავს.

ნახეთ მეტი
Back to top button