ეკონომიკა

სომხეთში ამოქმედდა პროგრამა „მეღვინე“, რომელიც სომეხ მეღვინეებს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის

სომხეთში ამოქმედდა პროგრამა „მეღვინე“, რომლის მიზანია  ხელი შეუწყოს  სავაჭრო ურთიერთობებს და თანამშრომლობას ბულგარელ  და სომხურ ღვინის მწარმოებლებს შორის.   

როგორც “არმპრესს” ინვესტიციების მხარდაჭერის ცენტრიდან აცნობეს, პროგრამა ხორციელდება  ევროკავშირის  EU4BCC: Connecting Companies ინიციატივის ეგიდით. პარტნიორები არიან Enterprise Armenia, ფონდი„სომხეთი“  და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა Yambol-ი.

აღნიშნულია, რომ პროგრამის შედეგად ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის მეღვინეობის სფეროში ინფორმაციის გაცვლა გააქტიურდება და ურთიერთვაჭრობისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

ნახეთ მეტი
Back to top button