პოლიტიკა

“ყველა ფრონტზე, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ვიბრძოლებთ” – ენმ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება

,,მთავარი არხი” წერს, რომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდებიან. მისი თქმით, ყველა ფრონტზე, მათ შორის ქუჩის პროტესტით იბრძოლებენ მოსახლეობის უფლებებისთვის.

“ეს იქნება ჩვენი საკუთარი სტრატეგია იმისთვის, რომ ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარლამენტში, არა მხოლოდ საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების და ღირსებისთვის”, – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დეკანოიძის განცხადებით მსჯელობა და დისკუსია ისეთ საკითხებს უნდა შეეხოს, როგორიცაა მოსახლეობის სოციალური ღირსება და უსაფრთხოება, ეკონომიკური ღირსება, შრომის პირობები თუ სხვა.

ცნობისთვის, დღეს, 31 იანვარს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოიკოტი შეწყვიტოს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს.

ნახეთ მეტი
Back to top button