ყოველწლიურ დაჯილდოებაში სომხურმა სტარტაფებმა გაიმარჯვეს

Golden Kitty Awards 2021-ის ფარგლებში ყოველწლიური Product Hunt Awards-ი დასრულდა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, დაჯილდოების ნომინაციიდან სამში გამარჯვებული სომხური სტარტაფებია.
აუდიო და ხმასთან დაკავშირებულ ნომინაციაში (Audio & Voice Tool of the Year) გაიმარჯვა სომხური წარმოშობის კომპანიამ Podcastle AI-მა. ის გთავაზობთ პოდკასტის ხელსაწყოების ფართო სპექტრს, მათ შორის მანქანური სწავლის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ 3 წლის წინ ამავე ნომინაციაში გაიმარჯვა სომხურმა კომპანია Krisp-მა.
კომპანიამ Lucky Carrot-მა, რომელმაც შექმნა სისტემა გუნდების შიგნით თანამშრომლების წახალისებისთვის, გაიმარჯვა ნომინაციაში “პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი” (SaaS Product of the Year).
სომხური Softr სტარტაფი Golden Kitty Awards 2021-ის ფარგლებში გამარჯვებულად აღიარეს, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროდუქტი“.
Softr არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ სწრაფად, კოდირების უნარების გარეშე, შექმნათ სრულად ფუნქციონალური ვებსაიტი და ვებ აპლიკაციები, Airtable-ს, როგორც მონაცემთა ბაზის, გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ სტარტაპმა სერია A-ში მოიზიდა 13,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
Golden Kitty Awards არის Product Hunt -ის ყოველწლიური დაჯილდოება, სადაც მომხმარებლები წარმოადგენენ და ირჩევენ წლის საუკეთესოებს.