მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანი სომხეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სომხეთის  უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა სომხეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს ლილა პეტერს იაჰიას.

როგორც უშიშროების საბჭოს ოფისიდან გვაცნობეს, შეხვედრაზე არმენ გრიგორიანმა წარმოადგინა სომხეთში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგი, კერძოდ, უსაფრთხოების სისტემის, დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმების დღის წესრიგი, ასევე კანონის უზენაესობის  გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები. ამ კონტექსტში, ლილა პიტერს იაჰიამ მიესალმა და შეაქო რეფორმების პროცესის უწყვეტობა.

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე განიხილეს სომხეთ-გაეროს თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button