პოლიტიკა

დატყვევებულთა რეალური რიცხვი: აზერბაიჯანი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ფაქტების გაყალბებით

სომხურ მხარეს აზერბაიჯანში 30 ადამიანის დაკავების ფაქტები გააჩნია, აზერბაიჯანი კი მათ უარყოფს. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 44-დღიანი ომის შემდეგ 199 სამხედრო მოსამსახურისა და 21 მშვიდობიანი მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. აზერბაიჯანული მონაცემები სრულიად განსხვავებულია. ისინი ადასტურებენ, რომ აზერბაიჯანში 46 ადამიანი იმყოფება. სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის თანამშრომლების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ დადასტურებული  თითქმის ყველა სამხედრო ტყვეს მიმართ  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„30-მდე ადამიანის მიმართ გვაქვს პრობლემური შემთხვევები.   ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ადამიანების დატყვევეობის ფაქტი, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“, – განაცხადა ლიპარიტ დრმეიანმა.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ომის შემდეგ უცნობია 199 სამხედრო მოსამსახურისა და 21 მშვიდობიანი მოქალაქის ადგილსამყოფელი. ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანი მხოლოდ  46 პატიმარზე ლაპარაკობს, რაც  დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია სომხური მხარის მაჩვენებელზე. განმარტავს სომხეთის  სახალხო დამცველის მრჩეველი სერგეი ღაზინიანი.

„აზერბაიჯანი ცდილობს ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირებას და ამით სამხედრო თუ სხვა დივიდენდების მოპოვებას. ეს განსხვავებები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი მალავს ადამიანებს და არ გვაწვდის სათანადო ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ამაზე საუბრობს საერთაშორისო დოკუმენტებიც, როდესაც, მაგალითად, ევროსაბჭომ მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სათანადოდ არ თანამშრომლობს სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

44-დღიანი ომის შემდეგ სომხეთმა სასამართლოში 300-მდე ადამიანის შესახებ შეიტანა სარჩელი. ზოგიერთი მათგანი ტყვეა, ნაწილი კი დაკარგულია. პატიმართა დაბრუნების საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. ლიპარიტ დრმეიანი ამბობს, რომ ეს განცხადებები შეიტანეს როგორც სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ასევე ცალკეულმა პირებმაც –  ტყვეების ნათესავებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button