პოლიტიკა

ირან-რუსეთი-ჩინეთის კოალიცია შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს დასავლეთისთვის. ქაზემ ჯალალი

ირანის ელჩმა რუსეთში კაზემ ჯალალიმ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის, რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო კოალიცია ძალიან მტკივნეული იქნება დასავლეთისთვის.

„ცხადია, შეერთებული შტატები და ზოგადად დასავლეთი შეშფოთებულია ახალი კოალიციებით, რომლებიც ამჟამად წარმოიქმნება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიცაა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, – თქვა მან.

ელჩმა რუსეთს უწოდა დიდი სახელმწიფო უზარმაზარი ეკონომიკური, თავდაცვის, სამხედრო და ტექნოლოგიური პოტენციალით. მისი თქმით, ჩინეთი ეკონომიკური ზრდის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუსწრებს. ჯალალის თქმით, ირანი არის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა თავდაცვის ინდუსტრიაში.

სწორედ ამიტომ, ასეთი კოალიციის შექმნა [რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მონაწილეობით] ძალიან მტკივნეული იქნება დასავლეთისთვის“, – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

2019 წელს რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ძალებმა ჩაატარეს საზღვაო წვრთნები, სახელწოდებით საზღვაო უსაფრთხოების ზონა ინდოეთის ოკეანეში და ომანის ყურეში.

ირანის საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა, რომ მომავალში სხვა მსგავსი სამმხრივი ღონისძიებები იქნება. მისივე თქმით, ამ დროისთვის სამი სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიციის შექმნის საკითხი არ განიხილება.

ნახეთ მეტი
Back to top button