კიდევ ერთი სომხური კვალი თბილისში: ნაპოვნი იქნა ცნობილი ლორის-მელიქოვების გვარის წარმომადგენელის გევორგ ლორის-მელიქოვის საფლავის ქვა

თბილისში, ერთ-ერთი კერძო სახლის რემონტის დროს აღმოაჩინეს ცნობილი ლორის-მელიქოვების გვარის წარმომადგენელის გევორგ ლორის-მელიქოვის საფლავის ქვა.
თბილისელი სომეხი საზოგადო მოღვაწის ლეონ ჩიდილიანის ძალისხმევით გადაიტანეს ავლაბარის წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში.
„საფლავის ქვა რამდენიმე მხრივ უნიკალურია, ის ეკუთვნის ლორის-მელიქოვის ოჯახს. ჩვენ ვიცით ვინ არის ეს ადამიანი, ვიცით მისი წარმომავლობა.მეორეც ის დამზადებულია ფოლადისგან, რომელიც უკვე იშვიათიობას წარმოადგენს. საქართველოში ფოლადის საფლავის ქვა მინახავს მხოლოდ თელავის სომხური ეკლესიის ეზოში.
პოდპოლკოვნიკი გეორგ ლორის-მელიქოვი იყო კავკასიის მეფისნაცვლის სპეციალური ელჩი ტფილისში. მისი ვაჟები მაღალი რანგის სამხედრო პირები იყვნენ“.
ნაპოვნი საფლავის ქვა დაახლოებით 1,65 მეტრი სიმაღლის, 80 მეტრი სიგანის ფოლადის ყალიბითაა, რომელიც იმ პერიოდში გამოიყენებოდა სამშენებლო მასალად.
ამონარიდი გიტა ელიბეკიანის სტატიიდან