ეკონომიკამთავარი

2021 წელს სომხეთში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 7.2%-ით გაიზარდა: ეკონომიკის სამინისტრო

სომხეთის  ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა. 2021 წლის იანვარ-დეკემბერში სომხეთში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა. წინა წლის იანვარ-დეკემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის დარგები შემდეგნაირად გაიზარდა:

მომსახურება: + 7.8%,

სავაჭრო ბრუნვა: + 7.5%,

მშენებლობა: + 7.4%,

სამრეწველო პროდუქცია: + 3.3%.

დასაკვირვებელ პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში 1,1%-იანი კლება დაფიქსირდა.

2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სომხეთში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 24.1%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button