კულტურა

Gucci-ს სომეხი მოდელი არმინე ჰარუთიუნიანი რუსულ ჟურნალ Badlon-ში (ფოტო)

ცნობილმა მოდელმა არმინე ჰარუთიუნიანმა, რომელიც Gucci მოდის სახლის ჩვენებაში მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი, Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში Dalood-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, გადაიღეს იტალიურ ჟურნალ Grazia-სთვის  და ახლა რუსების გულებს იპყრობს.

არმინე გადაიღეს რუსულ ჟურნალ „ბადლონში“. ამის შესახებ მოდელმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები ფოტო სერიიდან. აღსანიშნავია, რომ ფოტოსერიის ავტორი საშა კულაკია, სტილისტი სუ სტეფანიანი, დიზაინერი ნენსი ავეტისიანი.

შეგახსენებთ, რომ Badlon შეიქმნა 2020 წელს მოსკოვში. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის, მოდის და ხელოვნების მოღვაწეებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button