ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საკითხებში ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი სამუშაო ვიზიტით სომხეთს 2-3 თებერვალს ეწვევა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სომხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
დღესვე სომხეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ალექსანდრე შალენბერგი ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.