მთავარიპოლიტიკა

ანდრეი რუდენკომ და ტოივო კლაარმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოგვარების პროცესი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან, ამ უკანასკნელის ინიციატივით. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

თანამოსაუბრეებმა დეტალურად განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარე მდგომარეობა მომდევნო 56-ე რაუნდის წინ, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოგვარების პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button