დიალოგი მოთხოვნებით: შეცვლის თუ არა რაიმეს ლავროვი-ბლინკენის სატელეფონო საუბარი უკრაინაზე

ამ საუბრისას რუსეთი აშშ-სგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს, კერძოდ, მკაფიო დაპირებას, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ გაწევრიანდებიან. დასავლეთი აგრძელებს მოსკოვის მოთხოვნების უარყოფას, მაგრამ განაცხადა, რომ მზად არის გააგრძელოს უსაფრთხოების მოლაპარაკებები.
ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, უკრაინის გამო რუსეთ-ამერიკის დაძაბულობა სავარაუდოდ თებერვალში გაიზრდება.
პოლიტოლოგი სურენ სარგსიანის თქმით, მხარეებმა დიდი ხანია გადალახეს დასაშვები „წითელი ხაზები“, ახლა მხარეთა შესაძლო შეთანხმებები გარკვეულ პრინციპულ დათმობებზე მხოლოდ დროის მოსაგებად არის. ვაშინგტონმა უარყო რუსეთის მოთხოვნა აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოების აკრძალვის შესახებ, ალიანსში კიევის გაწევრიანების გამორიცხვის შესახებ, ეს, ფაქტობრივად, ამერიკული მხარის მიერ გადაკვეთილი წითელი ხაზია. მოსკოვიც, თავის მხრივ, იცავს მის მიერ წამოყენებულ პირობებს, რაც მგომარეობას იმაში, რომ ნატომ დაიხიოს უკან, გაიყვანოს მისი სტრუქტურები 1997 წლის დონეზე და გამორიცხოს ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება.
დასავლეთი, ფაქტობრივად, უარყოფს მოსკოვის მოთხოვნებს, ამავდროულად არ გამორიცხავს საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას და აცხადებს, რომ მზადაა გაითვალისწინოს რუსების შეშფოთება და გააგრძელოს მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე.
როგორც პოლიტოლოგი სურენ სარგსიანი აღნიშნავს „რადიოლურის“ კორესპოდენტთან საუბრისას: „ამერიკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გარდაუვალია და ძნელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს.
„რადიოლურის“ თანამოსაუბრე არ გამორიცხავს, რომ ასეთი მოვლენების შემთხვევაში, რუსეთის ჩართვით უკრაინის ფრონტზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა ისარგებლონ სამხრეთ კავკასიაში გარკვეული მოქმედებებით.
„აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ხდება მხარეთა შესაძლებლობის ამოწურვის მცდელობა. არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთი, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზეა ჩართული, აზერბაიჯანის გავლით ძალის გამოყენებით ეცდება სიუნიქის „დერეფნის“ საკითხის მოგვარებას. ნატო-რუსეთის შესაძლო სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში მნიშვნელოვნად იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის მყიფე სტაბილურობაზე.
იმავდროულად, მოსკოვისადმი წერილობით პასუხში ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ დაცვას და ასაბუთებს მას ფუნდამენტური პრინციპების დებულებით, რომლის მიხედვითაც თითოეულ სახელმწიფოს უფლება აქვსდამოუკიდებლად აირჩიოს ალიანსი, რომელშიც გაწევრიანება სურს. ამერიკული წრეები მიიჩნევენ, რომ მათი პოზიცია უკრაინის მიმართ ნათელია, “ბურთი რუსეთის მოედანზეა”, – ამბობენ ისინი. პოლიტოლოგი სურენ სარგსიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი, თავის მხრივ, გააგრძელებს უსაფრთხოების იგივე საკითხების ხაზგასმას, რაზეც უკვე იყო საუბარი.
„რუსეთი თავის პრინციპულ პოზიციებს წარმოაჩენს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ წერილობითი პასუხის გარდა, მოლაპარაკებების პროცესიც მიმდინარეობს, თუმცა „წითელი ხაზებიდან“ უკან დასახევი გზა არ არის“.