საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: აუცილებელია მწვანე პასპორტის ალტერნატივა, მაგალითად, სავალდებულო ვაქცინაცია

,,Metronome.ge” წერს, რომ იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მწვანე პასპორტი ვაქცინაციის წამახალისებელ საშუალებად რჩებოდა, თუმცა, ომიკრონის გავრცელების პირობებში მას დაკარგული ჰქონდა თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან კოვიდგადატანილი ადამიანის იმუნიტეტს ომიკრონი გვერდს უვლის და არც ანტიგენის ტესტია იმის უტყუარი დასტური, რომ დაავადების მატარებელი არ ხარ.

როგორც ჩხაიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა, აუცილებელია მწვანე პასპორტის ალტერნატივა, როგორიცაა მაგალითად სავალდებულო ვაქცინაცია.

“მწვანე პასპორტის გაუქმება აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მწვანე პასპორტის ალტერნატივის შექმნა ეს არის აუცილებელი. ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გზით მიდის. თუნდაც გერმანია, რასაც განიხილავს თუნდაც ავსტრია. ეს არის ალტერნატივა, როდესაც ჩვენ გვაქვს სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ სივრცეში შესვლის შემთხვევაში. ოღონდ არა მხოლოდ ვაქცინის ორი დოზით, არამედ ბუსტერ დოზით. სამი დოზა ვაქცინა რამდენიმე ქვეყანაში განიხილება, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა, მიიღოთ მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომლებიც აქამდე იყო დაშვებული მწვანე პასპორტით”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახად, საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

ნახეთ მეტი
Back to top button