პოლიტიკა

პროტესტის მე-3 დღე მთავრობის ადმინისტრაციასთან – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

,,მთავარი არხი” წერს, რომ პროტესტის მესამე დღე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება.

მოთხოვნა უცვლელია – აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელი მედიკოსების შესვლას და მისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევას მოითხოვენ.

“მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი პრეზიდენტის მიმართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის ადარდებს. ხელისუფლება მას ჩვეულებრივ ოპონენტად და მტრად აღიქვამს, შესაბამისად, ჩვენ ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადავდგით და ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – ამბობს “მიშას სექტორის” წარმომადგენელი, ლევან მერებაშვილი.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან დახსნაა, ამიტომ ისინი მიზნის შესრულებამდე, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button