პოლიტიკა

სომხეთმა უნდა გაითვალისწინოს ირანის განწყობა: „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მაგისტრალის მშენებლობა არავითარმა ძალამ არ უნდა შეაფერხოს

თუ რკინიგზა დაიწყებს მუშაობას ჩვენი რეგიონის განბლოკვის პირობებში, ამ გარემოებამ  არ უნდა იმოქმედოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რადგან ირანული მხარე ამ გზატკეცილს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის  დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს.რეგიონალურ ბლოკადაზე საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა „Sputnik სომხეთთან“  საუბარში   ირანოლოგმა,  ექსპერტმა ვარდან ვოსკანიანმა.

„ცხადია, მეორე მხრივ, ეს ასევე არის მესიჯი აზერბაიჯანული მხარისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიუნიქის რეგიონი ირანისთვის. თუ დავამატებთ, რომ ირანი აპირებს კაპანში საკონსულოს გახსნას, რაც ნიშნავს დე ფაქტო დიპლომატიურ და მუდმივ ყოფნას რეგიონში, მაშინ სომხეთმაც უნდა გაითვალისწინოს ირანული მხარის განწყობა, რათა დაბრკოლებული არ იქნეს  მოხდეს სპასეთის ყურე- შავი ზღვის დერეფნის მიმართულება“, – განაცხადა მან.

ვოსკანიანის თქმით, ირანი სომხეთთან პირდაპირი სახმელეთო კომუნიკაციის მომხრეა, რაც სიუნიქით უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა მიიღებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს და ირანი ასევე დაინტერესდება სიუნიქის უსაფრთხოებით, სადაც განხორციელდება საერთაშორისო ტრანზიტი.

„თუ ამას ინდოეთის ინტერესსაც დავუმატებთ, მაშინ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გზატკეცილი ემთხვევა  ინდოეთის მასშტაბურ პროექტს, რადგანაც  ამ გზატკეცილს  შეუძლია დააკავშიროს ინდოეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები შავ ზღვასთან. რაც შემდგომში უზრუნველყოფს წვდომას რუსეთსა და ევროპასთანაც“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ვოსკანიანის თქმით, მეღრის რკინიგზაზე კომუნიკაციის აღდგენის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ბაქო ასეა დაინტერესებული, მიზნად ისახავს მხოლოდ აზერბაიჯანის კავშირის უზრუნველყოფას ნახჭევანთან და თურქეთთან, ამგვარად ჯულფა-ჯუღა-ერასხის მიმართულებას ირანისათვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს ქვეყანა  ნახჭევანის მონაკვეთს არ აღიქვამს  სპარსეთის ყურე- შავი ზღვის დერეფნის კომპონენტად  და არ სურს უარი თქვას სიუნიქის მიმართულებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button