საზოგადოება

სხვადასხვა სპეციალისტები სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან წარმოადგენენ ახალ იდეებს იესო ქრისტეს ძეგლის დიზაინის შესახებ

სხვადასხვა სპეციალისტები სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან აგრძელებენ იესო ქრისტეს ძეგლის დიზაინის ახალი იდეების წარმოდგენას ახალი გადაწყვეტილებებით. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ტელეკომპანია “კენტრონთან” ინტერვიუში იდეის ავტორმა, პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა, ბიზნესმენმა გაგიკ წარუკიანმა აღნიშნა, რომ წარდგენილ თითოეულ შემთხვევას მთელი გულმოდგინებით ეცნობა. გადაღებებზე გაეცნო მოქანდაკე არმენ სამველიანის პროექტს.

შემოთავაზებული მონუმენტური კომპლექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ქვევით არის ცალკე ფართი სანთლის დასანთებად, ზევით იგეგმება მუზეუმის გახსნა. კომპლექსის ტერიტორიაზე 12 მოციქულის ქანდაკება დამონტაჟდება. გაგიკ წარუკიანის თქმით, ძეგლი სიმბოლური სიმაღლის უნდა იყოს. მხოლოდ სკულპტურა უნდა იყოს 33 მეტრი. კომპლექსის სიმაღლე კვარცხლბეკით და სხვა გადაწყვეტებით შეიძლება  სამჯერ მეტი იყოს.

გაგიკ წარუკიანს სურს საზოგადოებასთან ღიად განიხილოს საინტერესო იდეები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის აზრებისა და იდეების შეჯიბრი.

„მე ვთქვი, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ხალხის უმრავლესობისთვის მისაღები. ბევრი შემოთავაზება იყო, 20 თებერვალს ყველა თავის ნამუშევარს წარადგენს, ჩვენ საუკეთესოს ავირჩევთ. ამის შემდეგ განვიხილავთ ადგილს, სადაც კომპლექსი განთავსდება“, – განაცხადა გაგიკ წარუკიანმა.

იესო ქრისტეს ძეგლის ქონა წარუკიანების ოჯახის სურვილია. ის უნდა გახდეს ქვეყანაში იმედის აღზევების სიმბოლო და იყოს პირველი ქრისტიანული სახელმწიფოს ახალი სავიზიტო ბარათი.

ნახეთ მეტი
Back to top button