ეკონომიკა

2022 წელს ინფლაცია 5-5,5% იქნება. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე

მარტინ გალსტიანი დადებითად აფასებს ცენტრალური ბანკის მუშაობას ინფლაციის შეკავების მიმართულებით.

„შარშან რომ არ მიგვეღო ზომები, და რომლებიც მიმართული არ ყოფილიყო მომავალზე, ანუ უფრო ადრე რომ არ დაგვეწყო, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში, ჩვენი ინფლაცია 12 პროცენტი კი არ იქნებოდა სურსათზე, არამედ საერთო ინფლაცია იქნებოდა 15 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ სურსათის ინფლაცია 20 პროცენტზე მეტი იქნებოდა“, – ამის შესახებ 1 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა.

მარტინ გალსტიანმა ასევე განაცხადა, რომ მათ იწინასწარმეტყველეს, თუ რამდენი იქნება სომხეთის საერთო ინფლაცია წლის ბოლომდე. „მოველით, რომ წლის ბოლოს მივუახლოვდებით ჩვენს მიზანს. ყველაზე სავარაუდო წერტილი, რომლითაც ამ წუთებში ვხელმძღვანელობთ, პროგნოზებიდან გამომდინარე, 5-5,5%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა ცბ-ის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button