პოლიტიკა

74 მომხრე – “ოცნებამ” რუსეთის ხსენების გარეშე, რეზოლუციის პროექტი მიიღო

,,მთავარი არხი” წერს, რომ 74 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი “ქართულმა ოცნებამ” რეზოლუციის პროექტის სახელწოდებით “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ მიიღო.

რეზოლუციის პროექტს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე განიხილავდნენ. მას ოპოზიცია მხარს არ უჭერდა, რადგან, ნახსენები არ იყო რუსეთი.

“ოცნებაში” კი თვლიან, რომ რეზოლუცია პოლიტიკური პოპულიზმისგან დაცლილია და მისი მთავარი მიზანი ომის შეკავებაა. 

ნახეთ მეტი
Back to top button