მთავარიპოლიტიკა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრისას  ისაუბრეს სომხეთ-ავსტრიის ურთიერთობებზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე.

როგორც “არსენპრესის” კორესპონდენტი იტყობინება, საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა მინისტრ შალენბერგს გაუზიარა ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარებისა და სომხურ-თურქული დიალოგის შესახებ.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბ-ნი შალენბერგი  მიესალმება და მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის  კონფლიქტის დასარეგულირებლად, ისევე როგორც მხარს უჭერს   ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას, იქნება ის სამხედრო ტყვეების, კულტურული ძეგლების შენარჩუნების თუ ხელმისაწვდომობის საკითხი “, – განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button