მთავარიპოლიტიკა

გრიგორიანი და ოვერჩუკი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივებს განიხილავენ

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი სამუშაო ვიზიტით ერევანში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სს  „რუსეთის რკინიგზის “  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბელოზიოროვი და სომხეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კოპირკინი.

მხარეებმა განიხილეს რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კომპანიის მნიშვნელოვან როლს სომხეთის ეკონომიკისთვის, განიხილეს საკონცესო ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

შეხვედრაზე ასევე შეეხნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივებსა და  სამმხრივი სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს, რომელსაც ხელმძღვანელობენ სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერები.

ნახეთ მეტი
Back to top button