ეკონომიკა

ერევანი რუსი ტურისტებისთვის ყველაზე სასურველ ადგილად იქცა

სომხეთის დედაქალაქი ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადია უცხოური ვიზიტებისთვის, იუწყება ტურისტული სერვისი Tutu.ru.

კომპანიის მონაცემებით, ერევანთან ერთად გიუმრისაც ეძებენ, სადაც რუსეთიდან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, 50 დოლარიდან დაწყებული შესაძლებელია ცალმხრივი ფრენის  განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სომხეთს დაახლოებით 900 ათასი ტურისტი ეწვია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ნახეთ მეტი
Back to top button