მთავარიპოლიტიკა

რამდენად გაძვირდა პროდუქტები ინფლაციის შედეგად

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:ბოსტნეული და ბაღჩეული 23.3%

პური და პურპროდუქტები 20.5%

ზეთი და ცხიმი 19.6%

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 18.3%

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2%

თევზეული 16.6%

რძე, ყველი და კვერცხი 14.4%

ხილი და ყურძენი 13.%

ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.9%

ყავა, ჩაი და კაკაო 7.8%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 68.0%;

წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0%;

საცხოვრებლის მიმდინარემოვლა და შეკეთება 8.7%;

ჯუფში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3.1%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%).

ნახეთ მეტი
Back to top button