პოლიტიკა
სომხეთისთვის ეს დიდი ნაბიჯი იქნება: შალენბერგი თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ

სომხეთის თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დიდი ნაბიჯი იქნება მთელი რეგიონისთვის. ამის შესახებ დღეს ავსტრიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა ნდობის ჩამოყალიბებაზე და რეგიონში დაძაბულობის განმუხტვაზე.
„მიმდინარეობს შეგნებული ნაბიჯები მეზობელ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ეს იქნება დიდი ნაბიჯი სომხეთის ხალხისთვის და მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა შალენბერგმა.