პოლიტიკა

სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხრეა თურქეთთან ურთიერთობის წინაპირობების გარეშე ნორმალიზების

სომხეთი ფიქრობს, რომ თურქეთთან საზღვრები უნდა გაიხსნას,  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დამყარდეს, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დღეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შალენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არ შეცვლილა.

“სწორედ ამ მოლოდინით ჩვენ კვლავ ჩართულები ვართ დიალოგის პროცესში”, – განაცხადა მირზოიანმა.

სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველ შეხვედრაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ის  არ შეხებია რამდენიმე არსებით საკითხს,  არის დადებითი სიგნალები, რომლებიც მიუთითებს, რომ პროცესი წარმატებით გგრძელდება“.

მინისტრმა მირზოიანმა კი დასძინა, რომ „ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის პოზიციაზე არ არის დამოკიდებული“.

ნახეთ მეტი
Back to top button