მთავარიპოლიტიკა

სომხეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ანტალიის ფორუმში მონაწილეობის შესახებ

სომხეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის შესახებ, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ალექსანდრ შალენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„მე და რუბენ რუბინიანმა მივიღეთ მიწვევები ანტალიის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საკითხი განიხილება“, – განაცხადა მინისტრმა მირზოიანმა.

მან აღნიშნა, რომ თუ ვიზიტი შედგება, ეს არ უნდა განიხილებოდეს სომხეთ-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

„ეს არის საერთაშორისო დიპლომატიური ღონისძიება, რომელშიც შესაძლოა სომხეთმა მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აქ პრობლემას ვერ ხედავს.

უფრო მეტიც, მან დასძინა, რომ „თუნდაც შევეცადოთ  ამის დაკავშირება სომხურ-თურქულ დიალოგთან, მოვლენას დადებითიმხარეების  გარდა არაფერი აქვს“.

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი არის პლატფორმა, სადაც მოწვეული სახელმწიფო ლიდერები, პოლიტიკური მოღვაწეები, დიპლომატები, მეცნიერები და ბიზნესმენები მთელი მსოფლიოდან განიხილავენ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ საკითხებს, წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს, ხედვებსა და გადაწყვეტის პერსპექტივებს.

ფორუმის მიზანია შექმნას ახალი იდეები, ტენდენციები და დღის წესრიგი მსოფლიოსა და რეგიონის მომავლისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button