პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის პოლიციის უფროსი ვაჰე ღაზარიანი.
მიესალმა რა სტუმარს პრემიერმა აღნიშნა. „ძალიან ბედნიერი ვარ იმ ახალი დინამიკით, რომელიც გაჩნდა ჩვენს ქვეყნების ურთიერთობებში. რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ სამწუხაროდ კოვიდის გამო ვერ შევხვდი. ამ რამდენიმე ხნის წინათ ჩვენი პოლიციის უფროსი ესტუმრა საქართველოს. გასული წელი შევაჯამეთ თბილისში სომხურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომით. მანამდე რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, კანონის უზენაესობის დასაცავად“. ნიკოლ ფაშინიანმა ბატონ გომელაურს სთხოვა გადასცეს ბატონ ღარიბაშვილს მისი კეთილი სურვილები და პრემიერს მალე გამჯანმრთელება უსურვა.
ვახტანგ გომელაურმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თბილი მოკითხვა გადასცა სომხეთის პრემიერ-მინისტრს. „სომხეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ის მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ სომხები, ქართველები უახლოესი ერები ვართ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ტრადიციებით, კულტურით, ყველა საკითხში ვართ ახლოს.
რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას, მინდა გითხრათ, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე დავმეგობრდით პოლიციის უფროსთან. მინდა გამოვხატო მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარებისათვის და ასევე მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი გამოცდილება, რომელიც საკმაოდ დიდია. ის, რაც ახლა დაიწყეთ, კერძოდ საპატრულო სამსახური, ძალიან მისასალმებელი პროგრამაა. წარმატებით დაგესრულებინოთ“.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სისტემებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მუდმივი გაძლიერების აუცილებლობას.
თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთში და საქართველოში დარგობრივი რეფორმების შესახებ, გაუზიარეს ინფორმაცია საპატრულო სამსახურის რეფორმის პროცესის შედეგებზე. ორივე მხარემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გამოცდილების გაცვლას და მუდმივ კომუნიკაციას, რომლებიც გამომდინარეობენ სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებისაგან.