პოლიტიკა

აზერბაიჯანი Google-ში სომხურ ტოპონიმებს ებრძვის, Facebook-ში კი – ეროვნულ გმირს

აზერბაიჯანის ეროვნული კოსმოსური კომპანია Azercosmos ითხოვს, რომ Google-მა ციფრულ რუკაზე  არცახში სომხური ტოპონიმები აზერბაიჯანულთ შეცვალოს. აზერბაიჯანის ციფრული განვითარების სამინისტროს ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ Google-მა იგივე გააკეთოს საძიებო სისტემებში.

“რადიოლურის” თანამოსაუბრე გახლავთ სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი,  კარტოგრაფი რუბენ გალეჩიანი. მისი თქმით, ციფრულ რუკაზე ადგილის სახელის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში, თუ მხოლოდ მოცემული ტერიტორია იქნება საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მოცემული ქვეყნის ნაწილი.  „მოცემულ შემთხვევაში კი სახელის გადარქმევის პროცესი აზერბაიჯანისთვის ადვილი არ იქნება“, – ამბობს კარტოგრაფი.

„ოკუპირებული ტერიტორიები მთიანი ყარაბაღის ნაწილია, აზერბაიჯანმა აიღო სუვერენული ქვეყნის მიწები, ის მისი არ ყოფილა,  არ ყოფილა  აზერბაიჯანის შემადგენლობაში. მათ საერთოდ არ აქვთ სახელები, რომ შეცვალონ,მანამ, სანამ  ყარაბაღის სტატუსი საერთაშორისო დონეზე არ დადგინდება“, – ამბობს კარტოგრაფი.

რუბენ გალეჩიანმა პირადად გაუგზავნა Google-ს წერილი, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს უფლება მოითხოვოს სომხური ადგილების დასახელებების  შეცვლა.  კარტოგრაფს მიაჩნია, რომ   სომხური მხარის აქტიურ რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სხვა ციფრული პლატფორმა, სადაც ომი გრძელდება, არის Facebook-ი. პოსტები სომხეთის ეროვნული გმირის მონტეს სურათით და მომხმარებლის გვერდებით გასული წლიდან დაბლოკილია. ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი სამველ მარტიროსიანი „რადიოლურის“ კორესპოდენტთან საუბარში იხსენებს, რომ მსგავსი შემთხვევები ომის დროსაც დაფიქსირდა, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არტაკ ბეგლარიანმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მის ფეისბუქ გვერდს კვლავ აზერბაიჯანელები დაესხნენ თავს, რასაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოჰყვა. ბეგლარიანის თქმით, ფეისბუქი ამ შეზღუდვებს ამართლებს მონტეს შესახებ პოსტებით, ახორციელებს მიუღებელ ცენზურას. სომხეთის ომბუდსმენმა, არმან თათოიანმა, სომხეთის ეროვნული გმირის გვერდების  არცახის გმირის სურათების და მის შესახებ პოსტებით დაბლოკვის საკითხით მიმართა ფეისბუქს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეისბუქის ეს პოლიტიკა სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლებას ზიანს აყენებს.

მარტიროსიანის თქმით, უფრო სწორია ამ საკითხით მიმართონ  Facebook-თან არსებულ  Oversight board charter სტრუქტურას, სადაც იურისტები და ჟურნალისტები მუშაობენ. ამ შემთხვევაშიც ექსპერტი ეჭვობს, რომ პასუხი გონივრულ ვადაში იქნება მიღებული.

ნახეთ მეტი
Back to top button