ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი. სომხეთში ყოველთვის იყო თურქული კაპიტალი

სომხეთში ყოველთვის იყო თურქული კაპიტალი. ამის შესახებ 3 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

მაგალითად მან უძრავი ქონების სექტორი მოიხსენია. კონკრეტული ციფრების გასარკვევად მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, წერილობითი მოთხოვნით მიმართონ შესაბამის დეპარტამენტს. „სომხეთის ეკონომიკა ყოველთვის ღია იყო თურქეთისთვის, გარდა 2021 წლისა. „სომეხი ვაჭრები თავიანთ თურქ კოლეგებთან 10 წლის წინათაც თანამშრომლობდნენ“, – თქვა მან.

ქერობიანმა განმარტა, რომ ამჟამად არ მუშავდება კანონპროექტი, რომელიც ხელს უშლის თურქული კომპანიების მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შეძენას. „ჩვენი ამოცანა ვინმესთვის ეკონომიკის დახურვა კი არაა, არამედ მისი გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ. მაგალითად, გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდაჭერის სახით, ტექნიკის შესაძენად სესხებზე პროცენტის სუბსიდირებით“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button