საზოგადოება

ომიკრონის პირველი 8 სიმპტომი

კორონავირუსის  ომიკრონის შტამით ინფიცირების პირველი 8 სიმპტომი შესაძლოა გამოვლინდეს ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან პირველი 2 დღის განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Express  დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის ექიმების მონაცემებზე დაყრდნობით.

კორონავირუსის ომიკრონის შტამის ყველაზე ადრეული სიმპტომებია:

• ყელის ტკივილი

• ზურგის ტკივილი

• ცხვირის გაჭედვა

• თავის ტკივილი

• დაღლილობა

• ცემინება

• ღამის ოფლიანობა

• სხეულის ტკივილი.

სამხრეთ აფრიკაში Discovery Health Insurance-ის აღმასრულებელი დირექტორის რაიან როუჩის თქმით, ომიკრონის ინფექციის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება პირველი სამი დღის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 14 დღის შემდეგ.

თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, რეკომენდირებულია 10 დღით იზოლირება და ინფექციაზე ტესტირება.

ნახეთ მეტი
Back to top button