საერთაშორისო

რატომ კითხულობს ერდოღანი მის გამოსვლებს და პასუხობს კითხვებს ტელესუფლიორის დახმარებით

ამ რამდენიმე ხნის წინ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირდაპირი ეთერის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისთვის დასმული კითხვები არა მხოლოდ წინასწარ იყო მომზადებული, არამედ პასუხებს ის ეკრანზე კითხულობდა ტელესუფლიორის დახმარებით.  ამის შესახებ წერს  ბერძნული  „in. gr“-ი

თურქეთში გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამახასიათებელი ლიდერისთვის, რომელიც ცნობილია თავისი მჭევრმეტყველებითა და კითხვებზე პასუხის გაცემის ოსტატობით.

თურქული საინფორმაციო ვებსაიტის „Arti Gercek“-ის ცნობით, ერდოღანი  თავის განცხადებებს ეკრანზე კითხულობს ორი შესაძლო მიზეზის გამო.

 პირველი მიზეზი ის არის, რომ ერდოღანის  მიერ მიღებული მძიმე ნარკოტიკები გავლენას ახდენს მის ენობრივ აზროვნებაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებულია,  მაგრამ სატელევიზიო შოუების გამოცდილება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სიტუაცია უარესდება, რადგან ერდოღანს  უჭირს აზრების თავმოყრა  და გამოხატვა. ამაშ სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს,  თუნდაც უცხოელ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრისას.

მეორე მიზეზი ის არის, რომ როდესაც ერდოღანი ეკრანის გარეშე საუბრობს, ქვეყანაში აურზაურია. მაგალითად, ის ახლახან დაემუქრა ენის მოჭრით  მომღერალ სეზენ აქსუს, რომელმაც მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რადგან მომღერლის სიმღერაში შეურაცხმყოფელი გამოთქმები იყო თურქეთის მოსახლეობის უმეტესთათვის  ადამის და ევას მისამართით.

„სიმართლე?  სიმართლე უცნობია სასახლეში არსებული ძლიერი კვამლის გამო, მაგრამ ცხადია, რომ ორივე შესაძლო ვარიანტი საფრთხეს უქმნის ქვეყანას, რომელსაც ერდოღანი მართავს ერთპიროვნულად“ – წერს თურქული საიტი.

ნახეთ მეტი
Back to top button