პოლიტიკა

რუსი ექსპერტი: ირანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთის გავლით შავ ზღვაზე გასვლა

ირანისთვის სომხეთისა და საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გასასვლელი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში ექსპერტმა რუსეთიდან, ირანმცოდნემ  კარინე გევორგიანმა განაცხადა.

მან სომხეთსა და ირანს შორის სხვადასხვა კვანძების მშენებლობის პროგრამებზე ილაპარაკა.

„თეირანს აქვს ასეთი მიზნები და ამ მიმართულებით ის თანამშრომლობს ინდოეთთან, ასევე ჩინეთთან, რომელიც მზად არის 500 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ისლამური რესპუბლიკის მთელი ინფრასტრუქტურის (მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის) განვითარებაში.  ვფიქრობ, ყველა ეს კვანძი განვითარდება”, – თქვა ექსპერტმა.

გევორგიანი დარწმუნებულია სომხეთ-ირანის თანამშრომლობის განვითარების გარდაუვალობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button