საზოგადოება

“საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ანტივაქსერებმა გაიმარჯვეს” – ნიკა გვარამია

,,Metronome.ge” წერს, რომ როგორც ჩანს, ჩვენ გვეცოტავება რიცხვი – 15 100 – ეს არის მსხვერპლის რაოდენობა, რომელიც საქართველოში კორონაპანდემიამ გამოიწვია. 15 100 დაიმახსოვრეთ. ქალაქი ოზურგეთი, 14 672 მოსახლე, რაც ნიშნავს იმას, რომ კორონაპანდემიის პროვოცირება რომ გავაკეთოთ ამ ქალაქზე, პრაქტიკულად, უნდა ჩავთვალოთ, რომ მთელი ქალაქი ამოწყდა. იმედია, ოზურგეთელები არ მიწყენენ, ცხადია, ღმერთმა დაიფაროს ეს ქალაქი ასეთი შედეგებისგან, მაგრამ უბრალოდ, წარმოდგენა რომ გვქონდეს, რას ნიშნავს, 15 100. მცხეთა – 7 584 მაცხოვრებელი, ანუ 2 ქალაქი მცხეთა წაიღო პრაქტიკულად კორონაპანდემიამ. ბორჯომი 10 546 მაცხოვრებელი, ბორჯომზე 500 ადამიანით მეტი წაიღო პანდემიამ – კიდევ ეს თუ გვეცოტავება, მაშინ დაველოდოთ, ათიათასებს კი არა, ასიათასებს და აქამდე ასვლა, სრულიად რეალისტურია, იმის გამო, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, იმის გამო, რომ ანტივაქსერები ზეიმობენ, მიაღწიეს გამარჯვებას, მოითხოვდნენ და მიიღეს. პრეტენზია მათთან ვერ მექნება. პრეტენზია მექნება მთავრობასთან, რომელმაც ანტივაქსერული ზეიმი გამოიწვია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ანტივაქსერებმა გაიმარჯვეს. 

ნახეთ მეტი
Back to top button