მთავარიპოლიტიკა

ძალიან მალე დავაფიქსირებთ რეგიონული კომუნიკაციების გახსნის პირველ შედეგებს. პრემიერ მინისტრი

3 თებერვალს მთავრობის სხდომაზე სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასა და რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის სომხეთში ვიზიტზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი უნიკალური იყო, რადგან უკვე შესაძლებელია რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პირველი პრაქტიკული შედეგების დაფიქსირება.

,,გუშინდელი ვიზიტი ექსკლუზიურად პრაქტიკული ხასიათის იყო და მიეძღვნა ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის მშენებლობას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, რკინიგზის მშენებლობისთვის პირობები უკვე შექმნილია. სომხეთში ის სომხეთის კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავებს, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანის კანონმდებლობის ფარგლებში.

„ოვერჩუკის ვიზიტი ამ პროექტის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ჩვენ უკვე ვიხილავთ ტექნიკურ საკითხებს – პროექტირებას, დაფინანსებას და მშენებლობის დაწყებას“, – დასძინა პრემიერმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება დაადასტურეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა 2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომპანია ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“  (სამხრეთ კავკასიის რკინიგზა, ,,რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია) ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზას ექსპლუატაციას გაუწევს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button