საზოგადოება

ხელფასების სიმცირე და დამსაქმებლების მხრიდან არასათანადო მოპყრობა | აბასთუმნის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

,,მთავარი არხი” წერს, რომ ადიგენში აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 30–მდე ადამიანი ხელფასების სიმცირესა და დამსაქმებლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას აპროტესტებს.

არსებული ინფორმაციით, შემოვლით გზას თურქული კომპანია “მაკრო კონსტრაქშენი” ახორციელებს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კომპანია მიზერულ ხელფასს უხდის, გაპროტესტების შემთხვევაში კი სამსახურიდან ათავისუფლებს.

ამასთან, დასაქმებულები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია ხელშეკრულების პირობები, რადგან კომპანიამ ხელშეკრულებაზე ხელი ისე მოაწერინა, რომ პირობები არ გააცნო, ხელშეკრულების ასლის მოთხოვნის გამო კი, რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს.

გაფიცული თანამშრომლები იქამდე არ აპირებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, ვიდრე მათი პირობები არ გაუმჯობესდება და ყველა გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში არ აღდგება.

ნახეთ მეტი
Back to top button