კულტურა

ბაქოს მიზანია კულტურული გენოციდის ჩადენა: BSEC -ს ყოფილი გენერალური მდივანი

საბერძნეთის პირველმა ელჩმა სომხეთში, შავი შღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ლეონიდას ქრიზანთოპულოსმა, განცხადება გააკეთა არცახში სომხური კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მუქარის შესახებ, ნათქვამია საბერძნეთში სომხეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე.

„აზერბაიჯანის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა გაანადგუროს სომხური ყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  სომხურ ტაძრებში  არის კულტურული ფაშიზმი.

ქრისტიანული ტაძრების კავკასიელი ალბანელების კუთვნილების საბაბით, ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ ტაძრებში გაანადგუროს  სომხური ყოფნა.  

ალბანური ეკლესია კავკასიაში ავტონომიური ეკლესია იყო. იგი მცირე ხნით დაარსდა მეხუთე საუკუნეში, 705 წელს დაექვემდებარა სომხურ სამოციქულო ეკლესიას. ალბანური ანბანი შექმნა მესროპ მაშტოცმა, რომელმაც შექმნა სომხური ანბანი 405 წელს, მოგვიანებით კი ალბანური ანბანიც შეიქმნა. ამიტომ შეუძლებელია სომხურმა ეკლესიამ გამოიყენოს ალბანური ტაძრები თავის სასარგებლოდ.

„ბაქოს მიზანია კულტურული გენოციდის ჩადენა, ჩვენ უნდა დავგმთ მისი ასეთი მოქმედება“, – ნათქვამია ლეონიდას ქრიზანთოპულოს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button