საერთაშორისო

ემანუელ მაკრონი – ევროპელების უსაფრთხოება არ არსებობს, თუ არ არსებობს უსაფრთხოება რუსეთისთვის

1TV.Ge აქვეყნებს ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტსი ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესახებ, როგორც საიტი წერს:

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისა და საფრანგეთის ბრძოლას გამოიწვევს, ამიტომ ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთს პრეზიდენტის თქმით, ნატო ყირიმს უკრაინის ნაწილად განიხილავს, რუსეთი კი თავის ნაწილად, ნატო-ს დოქტრინულ დოკუმენტებში კი, რუსეთი მოწინააღმდეგედ არის დასახელებული.

„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია და იქნება მცდელობები, რომ ეს შეიცვალოს სამხედრო გზით, ხოლო მე-5 მუხლი არ გაუქმებულა. მინდა, გკითხოთ, გინდათ რუსეთთან ბრძოლა? გინდათ, რომ საფრანგეთი რუსეთს ებრძოლოს? და ეს ასე იქნება! ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ მაკრონმა მოლაპარაკებებზე წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომელიც შესაძლოა, უკრაინის კრიზისის წინსვლისთვის საფუძველი გახდეს. რუსეთის პრეზიდენტს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარს გამართავს. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელების უსაფრთხოება არ არსებობს, თუ არ არსებობს უსაფრთხოება რუსეთისთვის“

ნახეთ მეტი
Back to top button