მთავარიპოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომეხი ტყვეების დაბრუნებაზე ისაუბრა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა პირისიმ  დადებით მოვლენად მიიჩნია სომეხი ტყვეების სომხეთში დაბრუნება და აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

„კარგი ამბავია. ნატო აფასებს ჩვენს პარტნიორობას როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან, მხარს უჭერს მათი ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – დაწერა კოლომინამ Twitter-ზე.

ნახეთ მეტი
Back to top button