პოლიტიკა

პროგნოზი. რუსეთი მთიან ყარაბაღში დარჩება მანამ, სანამ იქ სომხები ცხოვრობენ

რუსეთი დარჩება მთიან ყარაბაღში მანამ, სანამ იქ სომხები ცხოვრობენ. ეს მოსაზრება ,,არმინფო“-ს განუცხადა დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ევრაზიული ინტეგრაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ ევსეევმა.

“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ყოფნის პერსპექტივა მთიან ყარაბაღში, უპირველეს ყოვლისა, ამ რესპუბლიკაში სომხური მოსახლეობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა თუ ის, რას ამბობენ დღეს ბაქოში, არამედ ის, რომ ნამდვილად სურთ თუ არა ყარაბაღელ სომხებს დარჩნენ და იცხოვრონ საკუთარ სახლებში. და თუ მათ სურთ გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში, ჩვენი სამშვიდობოები დარჩებიან ყარაბაღში. ბაქო კი ვერ შეძლებს აიძულოს ისინი გასცილდნენ აქაურობას“, – განაცხადა მან.

ამ და სხვა გეოპოლიტიკური მოვლენების და პერსპექტივის ფონზე სომხეთის საზღვრებზე აზერბაიჯანის მორიგი თავდასხმის შესაძლებლობის კომენტირებისას ექსპერტმა ეს ნაკლებად სავარაუდო შეაფასა. ევსეევი ამ უკანასკნელს უკავშირებს რუსეთის შემდგომ გაძლიერებასა და დამკვიდრებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. შეეხო რა თავისი ინტერესების დაცვის შესახებ მოსკოვის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში არის ერევანი და არა ბაქო.

„ჩემი პროგნოზით, აზერბაიჯანი არ მოაწყობს მორიგ მასშტაბურ სამხედრო პროვოკაციას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთის პოზიცია უფრო და უფრო მკაცრი გახდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დღეს ბაქოს აჩერებს. და, რა თქმა უნდა, ბაქო უნდა მოემზადოს. დონბასში შესაძლო სამხედრო მოქმედება არ გახდება კატალიზატორი აზერბაიჯანის თავდასხმისთვის ყარაბაღსა და სომხეთზე. თუნდაც უბრალოდ იმის გამო, რომ შესაძლო ომის გამოსავალი აშკარაა, ეს უკრაინული არმიის სრული განადგურებაა“,- აღნიშნავს ის.

არაღიარებული არცახის რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე რუსმა ექსპერტმა ივარაუდა ამ საკითხის და, ზოგადად, დღის წესრიგის სამომავლოდ გადადება. ევსეევის თქმით, იმისათვის, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა წინა პლანზე წამოვიდეს, სრ შეიარაღებული ძალების საბრძოლო ეფექტურობა უნდა აღდგეს.

„ამისთვის, მოვლენების ხელსაყრელი განვითარების შემთხვევაში დაახლოებით 3 წელი დასჭირდება, საუბარია სომხეთის არმიის დონეზე, რომელიც შეძლებს 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლილ ძალთა რეგიონალური ბალანსის უზრუნველყოფას. უკეთესია დისკუსიები დატოვოთ საუკეთესო დრომდე. უფრო კონკრეტულად, ძალთა რეგიონული ბალანსის აღდგენამდე”, – დაასკვნა ევსეევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button