საერთაშორისო

სამეგრელოში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

როგორც „რეგინფო“ წერს,

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, 1978 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს, შსს-ს თანახმად, ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა ბრალდებული.

„პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button