საზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის სრული აცრა 858 981-მა ადამიანმა გაიკეთა

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული აცრა (2 დოზა) 858 981-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ადამიანების რაოდენობა, ვინც მხოლოდ პირველი დოზა მიიღო, არის 195197.

ბუსტერ  დოზები (გამაძლიერებლები) 12 ათას 397 ადამიანმა მიიღო.

მთლიან ჯამში სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ 1 925 556  აცრა გაკეთდა.

ნახეთ მეტი
Back to top button